ჯოჯოხეთი დედამიწაზე - ვინ არის 12 წლის გოგონა, რომელიც ჰამასის აგრესიას ემსხვერპლა
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ აყვანილი 2 მძევალი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ისინი არიან 80 წლის კარმელა დანი და მისი 12 წლის შვილიშვილი ნოია დანი, რომლებიც ნირ ოზის კიბუცში აიყვანეს მძევლად. უწყებაში არ აზუსტებენ სად აღმოაჩინეს გარდაცვლილების ცხედრები.
„მწუხარებით გაცნობებთ, რომ ნოიას და მისი ბებიის კარმელას ცხედრები გუშინ აღმოაჩინეს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში X გამოქვეყნდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, „ჰამასს“ 203 მძევალი ჰყავს აყვანილი.
წყარო: პრაიმტაიმი
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები