"მამარდაშვილს უფრო მშვიდი სეზონი აქვს" - AS ქართველზე საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს
გავლენიანმა ესპანურმა ჟურნალმა AS-მა "ვალენსიას" ქართველ კარის დარაჯს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა:
"გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 9 შეხვედრაში 11 გოლი გაუშვა. ამ მხრივ, ქართველ მეკარეს საშუალო მაჩვენებელი აქვს. იგი შორსაა "რეალისგან", რომელსაც ყველაზე ცოტა, 6 ბურთი აქვს მიღებული და საერთოდ სხვაგან ცხოვრობს "ალმერიასგან", რომელმაც ყველაზე მეტი, 24 გოლი გაუშვა.
მამარდაშვილს უფრო მშვიდი სეზონი აქვს, ვიდრე შარშან ჰქონდა და არსებობს სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ ქართველ მეკარეს საქმე მოაკლდა. 2022-23 წლების სეზონში, სეივების რაოდენობით იგი ლა ლიგის ტოპ 5 მეკარეს შორის იყო. მან მეტოქეთა დარტყმები 105-ჯერ მოიგერია და მხოლოდ დავიდ სორიას (124), ფერნანდო მარტინესს (133), ლედესმასა (135) და ედგარ ბადიას (139) ჩამორჩა.
მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე 23 სეივია და იგი მე-12 ადგილზე იმყოფება. რუბენ ბარახამ დაცვაში ცვლილებები შეიტანა და მამარდაშვილს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა არ უწევს. გასულ სეზონში, ქართველი მეკარე საშუალოდ მატჩში 2.7 სეივს ასრულებდა. მიმდინარე სეზონის 9 ტურში, იგი საშუალოდ 2.5 სეივს ახორციელებს და 23 სეივიდან 8 ალმერიასთან მიითვალა. გიორგი სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ 51-ჯერ გამოჩნდა და ამ მომენტისთვის, ბარახასთვის ხელშეუხებელია“, - წერს ესპანური გამოცემა.