"სასაკლაოდან დავბრუნდი, ეს საშინელება არასდროს დამავიწყდება...იცით, რა ვნახე, ძვლამდე დანახშირებული და დამსხვრეული სხეულები...", - ექიმი ისრაელიდან

12-10-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

ექიმი, რომელიც ღაზას მიმდებარე დასახლებაში მსხვერპლთა ამოსაცნობად, დნმ-ის ნიმუშების ასაღებად იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში იმ საზარელ სურათს აღწერს, რაც საკუთარი თვალით ნახა. 

,,ახლა დავბრუნდით სასაკლაოდან, მსხვერპლთა დნმ-ის ნიმუშების აღების პროცედურებიდან, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია. საზარელი სცენები ვნახე: ძვლამდე დანახშირებული, დამსხვრეული სხეულები და ნატყვიარით სავსე... სუნი გახრწნილი სხეულის, რომელიც დიდხანს არ დამავიწყდება. ახალგაზრდები, მოხუცები და ბავშვები ღაზას მიმდებარე დასახლებიდან. ეს საშინელებაა. გული მეწვის", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.


წყარო:პრაიმტაიმი, იხილეთ სრულად.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები