“ბოდიშს გიხდით, საქართველოს სახელით ვეღარ ვიასპარეზებ” - ავთანდილ ხურციძე

29-04-2023
გიორგი ზ.
Aa

როგორც მოგეხსენებათ, 43 წლის ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ციხიდან გამოუშვეს.

“ჩაქუჩამ” ფეისბუქის ლაივში განაცხადა, რომ აქტიურ სპორტს უბრუნდება, თუმცა საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს:

აშშ-ს მთავრობა ძალიან ნერვიულობდა არ დავკარგულიყავი და სამაჯურით გამომიშვეს. ეს პრობლემა არ არის. ქამრები მალე დაბრუნდება, თუმცა საქართველოს სახელით ვეღარ ვიასპარეზებ. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი და ამერიკას ლტოლვილად ჩავბარდი. თუ აქ დასჭირდებათ, ამერიკის დროშით გამოვალ. რა თქმა უნდა ქართველ ხალხს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ მქონდა

- განაცხადა ხურციძემ.

ცნობისთვის, 43 წლის მოკრივე IBO-სა და WBO-ს ყოფილი ჩემპიონი გახლავთ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები