Netflix-მა „შავი სარკის“ მე-6 სეზონის ოფიციალური თიზერი გამოაქვეყნა

29-04-2023
გიორგი ზ.
Aa

Netflix-მა „შავი სარკის“ ახალი, მეექვსე სეზონის თიზერი გამოაქვეყნა. ვიდეოში ახალი სიუჟეტების გმირები არიან წარმოდგენილები.

ახალი სეზონის გადამღებ ჯგუფს შეუერთდნენ აარონ პოლი, კეიტ მარა და ჯოშ ჰარტნეტი. სერიალში ასევე ითამაშებენ სალმა ჰაიეკი, ზაზი ბიცი, რორი კალკინი, დენი რამირესი და სხვები.

„შავი სარკე“ ბრიტანული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალია, რომელიც ადამიანებზე ტექნოლოგიების გავლენაზე მოგვითხრობს. სერიების სიუჟეტები ერთმანეთთან დაკავშირებული არაა, თუმცა ყველა სერიას აერთიანებს შავი იუმორი, სატირული ტონი და მთავარი თემა - თანამედროვე საზოგადოების ნაკლოვანებები, რომელიც არ ითვალისწინებს ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლო შედეგებს. სერიალის პირველი სერია 2011 წლის 4 დეკემბერს გამოვიდა.



Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები