რუსეთში თამარ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ

29-04-2023
გიორგი ზ.
Aa

ორგანიზაცია "რუსეთის მამები" ხელისუფლებისგან თამარ გვერდწითელისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და კონცერტების ჩატარების აკრძალვას ითხოვს. ინფორმაციას მედიები ტელეგრამ არხ Mash-ზე დაყრდნობით ავრცელებენ. გვერწითელი რუსეთში სახალხო არტისტია.

კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ორგანიზაციის აქტივისტი, ანდრეო ზგონიკოვი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გვერდწითელმა გააუქმა ტურნე რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ დატოვა ქვეყანა და ახლა გეგმავს ტურს აშშ-ში.

აქტივისტი ამბობს, რომ მორიგი "შემოქმედებითი დუმილის" შემდეგ მომღერალი რუსეთში ფულის საშოვნელად არ უნდა მივიდეს.

თამარ გვერდწითელმა რუსეთის მოქალაქეობა 2000 წელს მიიღო.

 


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები