Reuters: საბერძნეთში, ტყის ხანძრების ზონაში, 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს

23-08-2023
გიორგი ზ.
Aa

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც რამდენიმე დღეა ათობით ლოკაციაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან, 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბერძნული მედიის ცნობით, დაღუპულები მიგრანტები არიან. მათი ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით იპოვეს. აღნიშნული რეგიონი თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალ მიგრანტებისთვის პოპულარული მარშუტია. 

შეგახსენებთ, საბერძნეთში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან. რამდენიმე სოფლიდან ხალხის ევაკუაციაც კი განხორციელდა. 

ამ დროისთვის ცეცხლი ქალაქ ალექსანდროპოლისს უახლოვდება. ამ საშიშროების გამო ქალაქის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია მოხდა და ისინი ბორნით ახლომდებარე პორტში გადაიყვანეს. 


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები