ხვიჩა ემზადება, რომ მეტი ხელფასი მოითხოვოს - კლუბთან მოლაპარაკებები იწყება
როგორც მოგეხსენებათ, იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ახალ-ახალი ცნობები ვრცელდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოცემა "Il Mattino" განახლებულ ინფორმაციას გვთავაზობს.
წყაროს ცნობით, "პარტენოპეიმ" კვარას ახალ ხელშეკრულებაზეც უნდა იფიქროს, ვინაიდან ფეხბურთელის წარმომადგენლები ემზადებიან, რომ მეტი ხელფასი, კერძოდ 5 მილიონი ევრო მოითხოვონ.
გამოცემა აქვე დასძენს, რომ აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებები საკმაოდ რთული გამოდგება.
ცნობისთვის, ხვიჩას ამჟამინდელი ხელფასი 1.2 მილიონ ევროს შეადგენს და მას კლუბთან ხელშეკრულება 2027 წელს უმთავრდება.
Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები