სამუდამო პატიმრობა 7 ჩვილის მკვლელობისთვის - ბრიტანელმა მედდამ შემზარავი რამ გააკეთა

21-08-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

ბრიტანელ მედდას, ლუსი ლეტბის, რომელმაც 7 ბავშვი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. უცხოური მედიის ცნობით, საქმე ეხება მედდას, რომელმაც ახალშობილები 2015-16 წლებში ჩესტერის კლინიკაში დახოცა.

ბრიტანეთის თანამედროვე ისტორიაში მას "ბავშვთა სერიულ მკვლელს" უწოდებენ. ცნობილია ისიც, რომ ქალმა კიდევ 6 ბავშვის მოკვლაც სცადა. ლუსი ლეტბი დამნაშავედ ნაფიცმა მსაჯულებმა ცნეს.

 პროკურორმა კი სასამართლო სხდომაზე საქმეში მონაწილე ექსპერტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ერთ-ერთი ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი "სისხლში ჰაერის შეყვანა" იყო. დანარჩენი ბავშვები კი, მისი თქმით, ინსულინის ინექციით მოკლეს. 

წყარო: primetime.ge


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები