აშშ-ში გარდაიცვალა 1 წლის ბავშვი, რომელიც ბებიამ მანქანაში 8 საათის განმავლობაში მარტო დატოვა

02-08-2023
გიორგი ზ.
Aa

აშშ-ში გარდაიცვალა 1 წლის ბავშვი, რომელიც ბებიამ მანქანაში 8 საათის განმავლობაში მარტო დატოვა.

გამოცემის ინფორმაციით, 54 წლის ბებიას ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა დაავიწყდა, მანქანის უკანა სავარძელზე დატოვა, თვითონ კი სამსახურში წავიდა.

ქალი მხოლოდ სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ მიხვდა, რომ ბავშვი მანქანაში იმყოფებოდა.

1 წლის გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქმეს ნიუ-იოკის პოლიცია იძიებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები