"სოციალური ქსელები არის წყევლა, უმჯობესია, წიგნები წაიკითხოთ" - ოლაფ შოლცი

31-07-2023
გიორგი ზ.
Aa

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელებს აკრიტიკებს. მისი თქმით უმჯობესია, დრო წიგნის კითხვას დავუთმოთ.

ამის შესახებ მან ინტერვიუში განაცხადა გაზეთ üddeutsche Zeitung-თან. ოლაფ შოლცს მიაჩნია, რომ სოციალური ქსელები მხოლოდ იმას გვთავაზობს, რაც ჩვენ გვესიამოვნება და რასაც სიმართლედ ვთვლით. ის მოწყვეტილია რეალობას, რაც ადამიანებისთვის ძალიან ცუდია.

"ეს დაწყევლილი სოციალური ქსელები, ჩვენ შეგვიძლია კომფორტულად მოვკალათდეთ ჩვენს გარსში, სადაც მხოლოდ იმას გვთავაზობენ, რასაც ყოველთვის სწორად მიგვაჩნდა. სინამდვილეში კი ჩვენ გვჭირდება სიახლეები, რაც წიგნებში უნდა ვეძიოთ.

წიგნები უამრავ ახალ პერსპექტივას გვთავაზობს, რომელიც მხოლოდ ჩვენს გამოცდილებას არ ეფუძნება. სწორედ ამაში მდგომარეობს ლიტერატურის უდიდესი ღირებულება, ის საშუალებას გაძლევთ გაიაზიაროთ გამოცდილება, რომელიც თავად არ გაგაჩნიათ" - განაცხადა მან.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები