პოლონეთმა პუტინის მხარდამჭერი რუსი ჩოგბურთელი ქვეყანაში არ შეუშვა

23-07-2023
გიორგი ზ.
Aa

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა რუსი ჩოგბურთელი ვერა ზვონარევა ქვეყანაში არ შეუშვა, - ინფორმაციას 

უკრაინული მედია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით,  რუსმა სპორტსმენმა და პუტინის რეჟიმის მხარდამჭერმა ბელგრადიდან თვითმფრინავით პოლონეთში ჩასვლა სცადა.

"21 ივლისს, სასაზღვრო სამსახურმა რუსი ჩოგბურთელი პოლონეთში არ შეუშვა. ვერა ზვონარევა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას, საფრანგეთის მიერ გაცემული ვიზით, ბელგრადი-ვარშავის რეისით ცდილობდა. სერბეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ჩოგბურთელი ვარშავის შოპენის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში დარჩა, დღეს კი 12:00 საათის შემდეგ პოდგორიცაში გაფრინდა", - ნათქვამია შეტყობინებაში.

პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურმა რუსი ჩოგბურთელი ქვეყანაში არ შეუშვა, რადგან ის იმ პირთა სიაშია, რომელთა ყოფნაც პოლონეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არასასურველია. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები