გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ინგლისურ "უოტფორდში" გააგრძელებს
ცნობილი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის მომავლის შესახებ ახალ ცნობებს ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ჩაკვეს "მეცში" ტრანსფერი აღარ შედგება.
მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება უკვე არსებობდა, ფრანგული გუნდის ტექნიკური შტაბის მიერ საქმის გაჭიანურებამ ახალგაზრდა ფეხბურთელს სხვა პროექტზე აიძულა არჩევანის შეჩერება.
ტავოლიერის თქმით, გიორგი კარიერას ინგლისურ "უოტფორდში" გააგრძელებს.
"ონავრებსა" და ბელგიურ "გენტს" შორის შეთანხმება მიღწეულია. "უოტფორდი" გიორგის ინათხოვრებს და მის გამოსყიდვის უფლებას მიიღებს.
როგორც ირკვევა, ჩაკვე უკვე ლონდონშია. ტრანსფერის გაოფიციალურებას სულ მალე უნდა ველოდოთ.
გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელი ბრატისლავის "სლოვანში" იყო განათხოვრებული. მან 1 გოლითა და 9 ასისტით გამოიჩინა თავი.
