უკრაინაში დაღუპული 4 წლის ბიჭის ორგანოებით 3 ბავშვი სიკვდილისგან იხსნეს

14-07-2023
გიორგი ზ.
Aa

უკრაინაში, დაღუპული 4 წლის ბიჭის ორგანოებით 3 ბავშვი სიკვდილისგან იხსნეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

4 წლის უკრაინელი ბიჭის მშობლებმა, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ექიმებს მისი ორგანოების სხვა ბავშვებისთვის გადანერგვის უფლება მისცეს. 

ბავშვის თირკმელები 12 წლის ხერსონელ ბიჭს გადაუნერგეს, რომელიც დონორს 3 წლის განმავლობაში ელოდა.

ექიმებმა ღვიძლი 15 წლის ბიჭს, ხოლო გული 6 წლის გოგონას გადაუნერგეს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები