”ფროზინონეს” კვერნაძის შემდეგ კიდევ ერთი ქართველის დამატება სურს - უახლესი ინფორმაცია

12-07-2023
გიორგი ზ.
Aa

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სასუოლო” და “უდინეზე” მოსკოვის “დინამოს” ქართველი მცველის, საბა საზონოვის შეძენით ინტერესდება.

Tuttomercatoweb-ის ცნობით, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის შეძენა “ფროზინონესაც” უნდა.

როგორც გაირკვა, გიორგი კვერნაძის დამატების შემდეგ “ფროზინონეს” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებაც უნდა.

ცნობისთვის, “ფროზინონე” გასულ სეზონში სერია B-დან სერია A-ში აღზევდა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე საოცრად იასპარეზა, რის შემდეგაც მასზე მოთხოვნა გაიზარდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები