"მე მასზე ბევრად უფრო წინ ვარ, დემნას ეპოქა დასასრულისკენ მიდის, ახლა ჩემი დროა" - გურამ გვასალია დემნას შესახებ

11-07-2023
გიორგი ზ.
Aa

Balenciaga-ს კრე­ა­ტი­ულ დი­რექ­ტორს, დემ­ნა გვა­სა­ლი­ას, ძმა, გუ­რამ გვა­სა­ლია უპი­რის­პირ­დე­ბა, რო­მე­ლიც Vetements-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია.

გუ­რამ­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ New Your Times-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ინ­ტერ­ვი­უ­ში კი ის ამ­ბობს, რომ "დემ­ნა­ზე უფრო წინ არის".

ძმებს შო­რის და­პირსპი­რე­ბა მო­დის სამ­ყა­რო­ში გან­ხილ­ვის მთა­ვარ თე­მად იქცა. "რო­გორც ჩანს, Vetements-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, 37 წლის გუ­რამ გვა­სა­ლია გრძნობს, რომ თა­ვი­სი ძმის, დემ­ნას ჩრდილ­ში ცხოვ­რობს", - წერს მე­დია.

"დემ­ნა ჩემ­ზე ექ­ვსი წლით უფ­რო­სია, როცა მე მე­ო­რე კლას­ში ვი­ყა­ვი, ის მერ­ვე­ში იყო. ჩემ­ზე ადრე მი­ი­ღო ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკ­ში, ვფიქ­რობ, რომ მე მას­ზე ბევ­რად უფრო წინ ვარ“, - ამ­ბობს გუ­რა­მი.

მან ამ კონ­ტექ­სტში ახ­სე­ნა კიმ კარ­და­ში­ა­ნი და კა­ი­ლი ჯე­ნე­რიც - ”კარგ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ. არ­სე­ბობს კიმ კარ­და­ში­ა­ნი, ის შე­სა­ნიშ­ნა­ვია, ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი და არ­სე­ბობს კა­ი­ლი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია სექ­სის ვი­დე­ოს გა­რე­შეც, იმის გა­რე­შე რისი კე­თე­ბაც მის დას მო­უ­წია“, - თქვა გუ­რამ­მა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები