mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი მათთვის, ვინც პსჟ VS. ლივერპული ისტორიული შეხვედრისთვის პარიზში მიემგზავრება
8 აპრილს მსოფლიო ფეხბურთის ყურადღება პარიზისკენ იქნება მიპყრობილი. „პარკ დე პრენსი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ მატჩს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულია, რადგან მოედანზე ერთდროულად ჩვენი ქვეყნის ორი გამორჩეული ვარსკვლავი გამოვა.
თუ თქვენ იმ იღბლიანთა შორის ხართ, ვინც ამ ისტორიულ მომენტს ტრიბუნებიდან დაესწრება, მნიშვნელოვანია, წინასწარ იზრუნოთ როუმინგ ინტერნეტის შეძენაზე. mobineX-ი ქართველ გულშემატკივრებს სთავაზობს გამარტივებულ გადაწყვეტილებას, რათა საფრანგეთში ყოფნისას ინტერნეტთან წვდომა არცერთი წამით არ დაკარგოთ.
კვარაცხელიას „პსჟ” VS. მამარდაშვილის „ლივერპული”
ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი” გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს” დაუპირისპირდება. ძირითადი მეკარის, ალისონის ტრავმამ მამარდაშვილს გზა გაუხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მატჩის განმავლობაში, მას კვარაცხელიას სახიფათო შეტევების მოგერიება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ „პსჟ” და „ლივერპული” ერთმანეთს მერვედფინალშიც შეხვდნენ, სადაც „პსჟ-მ” პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
როუმინგ ინტერნეტი საფრანგეთში სამოგზაუროდ
კომფორტული გადაადგილებისთვისა და მატჩის განმავლობაში შთაბეჭდილებების გასაზიარებლად, mobineX-ი საფრანგეთში როუმინგ ინტერნეტ პაკეტების მრავალფეროვან პაკეტებს სთავაზობს მომხმარებელს. mobineX-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული, ისე ულიმიტო პაკეტები. აბონენტებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის მოსახერხებელი ფორმატი - ტრადიციული ფიზიკური SIM ბარათი ან თანამედროვე eSIM. ელექტრონული ბარათის უპირატესობა ისაა, რომ მისი გააქტიურება სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი.
რატომ უნდა აირჩიოთ საფრანგეთში სამოგზაუროდ mobineX
mobineX-ის მთავარი უპირატესობა მოქნილობა და ხელმისაწვდომობაა. მათთვის, ვისაც არ სურს, მუდმივად MB-ების თვლა, ულიმიტო შეთავაზებები საუკეთესო გამოსავალია. გარდა ამისა, თუ მოგზაურობა მხოლოდ პარიზით არ შემოიფარგლება, ასევე ხელმისაწვდომია ვროპის რეგიონალური პაკეტები. ეს ნიშნავს, რომ ერთი პაკეტით ინტერნეტი რამდენიმე ქვეყანაში იმუშავებს. არჩევანის გასამარტივებლად კი mobineX-მა შექმნა ინოვაციური AI ასისტენტი. საკმარისია მიუთითოთ ქვეყანა და დღეების რაოდენობა, რომ ხელოვნური ინტელექტი მომენტალურად შემოგთავაზებთ ფასითა და მოცულობით ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტებს. თუ ინტერნეტ პაკეტის პირობებთან დაკავშირებით კითხვა გაგიჩნდათ ან პაკეტის გააქტიურების პროცესში დაგჭირდათ რჩევები, mobineX-ის მხარდაჭერის გუნდი 24/7-ზე მზად არის დახმარებისთვის.
შეჯამება
ისტორიული მატჩის მოლოდინში, ტექნიკური დეტალების მოგვარება mobineX-თან ერთად ბევრად მარტივია. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს სპორტის გულშემატკივრებს და პერიოდულად სპეციალურ ფასდაკლებებსაც სთავაზობს მათ სხვადასხვა მიმართულებაზე. დაგეგმეთ ვიზიტი პარიზში და ისარგებლეთ საიმედო როუმინგით, რათა კვარაცხელიასა და მამარდაშვილის დაუვიწყარი შეხვედრის ყოველი წამი მსოფლიოს გაუზიაროთ.