როგორ დაგეხმარებათ ლოიალტეს გუნდი ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში

21-05-2025
გიორგი ონიანი
Aa

სტაბილურობისა და გაზრდისთვის ბიზნესებს ბევრი ბარიერის გადალახვა უწევთ - საგადასახადო რისკები, იურიდიული სირთულეები, ოპერაციული არაეფექტურობა და ა.შ. ამ პრობლემების გადაჭრა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, რაც ხშირად მხოლოდ ერთ სფეროს სცდება. 

ლოიალტე ქართული აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან კლიენტებს ბიზნესის შექმნასთან, ზრდასა და განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების ოპტიმალურად გადაწყვეტაში ეხმარება. 

დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით, ლოიალტეს შესახებ და განვიხილავთ, რა სერვისებს სთავაზობს კომპანია ბიზნესებს, სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.


რატომ ლოიალტე?

ლოიალტე მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან ვთანამშრომლობთ და ვეხმარებით ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, გამოწვევების გადალახვასა და გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში.  

ლოიალტეს გუნდი გამოცდილი პროფესიონალებისაგან შედგება. ისინი სპეციალიზებულნი არიან ბუღალტერიაში, იურიდიულ კონსულტაციაში, საგადასახადო საკითხებში, ადამიანური რესურსების მართვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში. საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულ ცოდნასთან ერთად, კომპანია ინდივიდუალური მიდგომით გამოირჩევა, რაც თითოეული კლიენტის საჭიროების დეტალურ ანალიზსა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს. 


ლოიალტეს სერვისები

კომპანია ლოიალტე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს სერვისების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. 

ბუღალტრული აუთსორსინგი

ლოიალტე ბიზნესებს სრულყოფილ ბუღალტრულ აუთსორსინგს სთავაზობს. სერვისი მოიცავს: საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის ფინანსური აღრიცხვას, საბანკო ოპერაციების მართვას, დებიტორებისა და კრედიტორების ზუსტ აღრიცხვას, მარაგების კონტროლს. ძირითადი საშუალებების სრულყოფილად აღრიცხვასა და ამორტიზაციის გამოთვლას, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, ფინანსურ კონსულტაციებს. ეს სერვისი ეხმარება ბიზნესებს ფინანსური პროცესების გამართვაში, საგადასახადო რისკების შემცირებაში, ხარჯების ეფექტიან მართვაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.

საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და განეიტრალება

ჩვენ კლიენტებს კომპლექსურ საგადასახადო მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენი ექსპერტთა გუნდი უზრუნველყოფს საგადასახადო აუდიტს, დეკლარაციების კონტროლს, საგადასახადო კონსულტაციებს, საგადასახადო დავებში მხარდაჭერასა და საგადასახადო ვალის მართვაში დახმარებას. ეს სერვისი კომპანიებს საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებასა და მათ მინიმიზაციაში ეხმარება, რაც კანონმდებლობასთან შესაბამისობას უზრუნველყოფს და ბიზნესს პოტენციურ ჯარიმებს თავიდან აცილებს.

ფინანსური მართვა

ბიზნესის სტაბილური ზრდა და წარმატება დამოკიდებულია ფინანსური პროცესების სწორად მართვასა და სტრატეგიაზე. ლოიალტეს ფინანსური მართვის სერვისი ინოვაციური და სანდოა და მოიცავს: ფინანსური დირექტორის (Chief Financial Officer - CFO) სრულ მხარდაჭერას, ფინანსური სტრატეგიის შემუშავებას, ფინანსურ ანალიზს, ბიუჯეტირებასა და პროგნოზირებას, ანგარიშებისა და კონტროლის სისტემების დანერგვასა და ფინანსური რისკების იდენტიფიცირებასა და მართვას. ეს სერვისი კომპანიებს ფინანსური სტაბილურობის მიღწევაში, ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში ეხმარება.

იურიდიული მომსახურება

ლოიალტე მომხმარებლებს კომპლექსურ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. ამ სერვისში შედის: ხელშეკრულებების მომზადება და რევიზია, სასამართლოში წარმომადგენლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, საკორპორაციო და შრომით სამართალთან დაკავშირებული იურიდიული მხარდაჭერა, მომხმარებლების უფლებების დაცვა სამართალი საცალო სექტორისთვის, რეგულაციებთან შესაბამისობასა და მოლაპარაკებების პროცესში იურიდიულ მხარდაჭერა და რეგულაციებთან შესაბამისობასთან დაკავშირებული მხარდაჭერა. 

ეს სერვისი ეხმარება ბიზნესებს სამართლებრივი რისკების შემცირებაში, სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ეფექტური იურიდიული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ხელს უწყობს ბიზნესის სტაბილურობასა და განვითარებას.

HR მომსახურება

გთავაზობთ, HR მომსახურებას, რომელიც მოიცავს HR აუთსორსინგს, HR აუდიტს, HR ბრენდინგს, HR ადმინისტრირებას, რეკრუტინგს, შეფასებისა და სამოტივაციო სისტემების შემუშავებას, სახელფასო აღრიცხვასა და ადმინისტრირებას, ორგანიზაციული სტრუქტურის მოწყობას, სწავლება-განვითარებასა და თანამშრომლის ადაპტაციის პროცესს (ონბორდინგი). 

ეს სერვისი ეხმარება კომპანიებს ადამიანური რესურსების ეფექტურ მართვაში, რაც უზრუნველყოფს თანამშრომლების მოზიდვას, შენარჩუნებასა და განვითარებას, ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაციასა და შრომითი პროცესების გაუმჯობესებას. 

ბიზნესის დაწყება/განვითარება

თუ ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში გსურთ მხარდაჭერა, ლოიალტე სრულყოფილ სერვისს გთავაზობთ. მომსახურება მოიცავს ბიზნეს გეგმის შემუშავებას, სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენას, ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაციას, ფასწარმოქმნის სტრატეგიის განსაზღვრას, მიზნობრივი ბაზრის, ინდუსტრიისა და კონკურენტების კვლევას, მიზანშეწონილობისა და მომხმარებლის გამოცდილების ანალიზს. 

ეს სერვისი კომპანიებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, ბაზარზე პოზიციონირებასა და მდგრად ზრდაში ეხმარება.

Loialte Strategy 

ლოიალტე ბიზნესებს სთავაზობს სტრატეგიული დაგეგმვის მომსახურებას, რაც მოიცავს ბიზნეს გეგმების შექმნას, ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარებასა და პროექტების მართვას. ეს მომსახურება ეხმარება კომპანიებს გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრასა და განხორციელებაში.

Loialte 4SME – მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა

Loialte 4SME არის ლოიალტეს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას. პროგრამა გთავაზობთ სპეციალურ პირობებსა და სერვისებს, რომლებიც მორგებულია ამ სეგმენტის საჭიროებებზე. ეს მოიცავს ფინანსურ, ბუღალტრულ, იურიდიულ და სტრატეგიულ კონსულტაციებს, რაც ეხმარება კომპანიებს ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებაში, კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და სტაბილური ზრდის მიღწევაში.


შეჯამება

ლოიალტე სანდო პარტნიორია ბიზნესებისთვის, რომლებიც ეძებენ კომპლექსურ და პროფესიონალურ მხარდაჭერას. კომპანიის მრავალმხრივი მომსახურება და ინდივიდუალური მიდგომა ეხმარება კლიენტებს ბიზნესის სტაბილურ განვითარებასა და ოპერაციული რისკების შემცირებაში.

თუ გსურთ თქვენი ბიზნესის ოპტიმიზაცია და განვითარება, ლოიალტე მზად არის, გახდეს თქვენი სანდო პარტნიორი ამ პროცესში.


FACEBOOK კომენტარები