ფინური VALIO VIOLA® ანახლებს ბრენდსა და შეფუთვას ტრადიციებისა და გემოს შენარჩუნებით

14-05-2025
გიორგი ონიანი
Aa

VALIO VIOLA® — ხანგრძლივი ისტორიის მქონე ფინური ბრენდი, რომელიც აწარმოებს მდნარ ყველს და ცნობილია საქართველოში, წარმოგიდგენთ ახალ შეფუთვის დიზაინს. ახალ შეფუთვაში შენარჩუნებულია კლასიკური წითელი ფერი და Viola-ს გოგონასთვის დამახასიათებელი ვიზუალი  — ელემენტები, რომლებიც დიდი ხანია ნაცნობი და საყვარელია მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, ახალი ოვალური შეფუთვა ყველის გამოყენებას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის — ახლა პროდუქტის მოხმარება შესაძლებელია ბოლომდე, რადგან კუთხეებში აღარ რჩება არც ერთი გრამი. განახლებული დიზაინი ბრენდის მზრუნველობას უსვამს ხაზს. VALIO VIOLA® ზრუნავს იმაზე, რომ საყვარელი გემო უცვლელი დარჩეს და ყველის დაგემოვნება ნამდვილ სიამოვნებად იქცეს.

VALIO VIOLA®-ს მდნარმა ყველმა მომხმარებლების სიყვარული მოიპოვა თავისი ნაზი ტექსტურისა და უნიკალური გემოს წყალობით. ეს პროდუქტი იდეალურია როგორც ტრადიციული სენდვიჩებისთვის, ასევე ყველაზე თანამედროვე რეცეპტებისთვის.

Valio Viola®-ს ფინური ხაზის მდნარი ყველი ხელმისაწვდომია სამ გამორჩეულ გემოში — ნაღები, გაუდა და სოკო. მათთვის, ვისაც ნაჭრებად დაჭრილი ყველი ურჩევნია, ხელმისაწვდომია ორი პოპულარული გემო — ნაღები და ჩიზბურგერი. 

თითოეული ვარიანტი გამოირჩევა მუდმივად მაღალი ხარისხით: Valio Viola®-ს მდნარი ყველი მზადდება ნამდვილი მყარი ყველისა და კარაქისგან, რომლებიც ფინურ ფერმებში წარმოებული რძისგან მზადდება. და ჩვენ არ ვგულისხმობთ უბრალოდ ფერმებს, არამედ Valio ეკუთვნის თავად ფინელ რძის მწარმოებელ ფერმერებს, რომლებიც რძეს პროფესიონალიზმით და უმაღლესი სტანდარტების დაცვით აწარმოებენ. ყველის რეცეპტი კი ათწლეულების განმავლობაში უცვლელი რჩება. 

„Valio Viola®-ს მდნარი ყველი ახალ, წითელ ოვალურ შეფუთვაში - ეს არის იგივე ლეგენდარული ფინური პროდუქტი, რომელიც უყვართ და აღიარებულია მთელ მსოფლიოში. შეფუთვაზე გამოსახული ფინეთის დროშის სიმბოლო მის ავთენტურ წარმომავლობას უსვამს ხაზს. უკვე სამი თაობა ტკბება მისი უნიკალური, კრემისებრი გემოთი — ქმნის ოჯახურ რეცეპტებს და უზიარებს მათ საყვარელ ადამიანებს.”  — ამბობს ელენა კიპენევა, Valio-ს საერთაშორისო საცალო გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„Valio Viola® უკვე დიდი ხანია ბავშვობის გემოს სიმბოლოა, და ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ ტრადიციის გაგრძელებას ვახერხებთ — ახლა უკვე ახალი შეფუთვით, მომავალი თაობებისთვის,“ — აღნიშნა მან.

ვალიოს შესახებ

Valio — ფინური საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 1905 წელს დაარსდა. ის ეკუთვნის კოოპერატივს, რომელიც 3,200 ფინელ რძის მწარმოებელ ფერმერს აერთიანებს. კომპანია საოპერაციო მოგებას ამ ფერმებს უნაწილებს. Valio-ს ბრენდი უმაღლესი ხარისხის, პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების სიმბოლოა. 2024 წელს კომპანიის გაყიდვებმა 2.3 მილიარდი ევრო შეადგინა.

Valio არის ფინეთის უმსხვილესი საკვები პროდუქტების ექსპორტიორი და ამ ინდუსტრიის ინოვაციური ლიდერი. ჩვენი ექსპორტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ისე სამრეწველო პროდუქტებს, რომლებსაც ვაწვდით დაახლოებით 50 ქვეყანას. საერთო ჯამში, ჩვენთან დასაქმებულია დაახლოებით 4,200 ადამიანი. 

ჩვენი მიზანია, 2035 წლისთვის რძის წარმოებაში არსებული ნახშირბადის კვალის სრული აღმოფხვრა. ჩვენ ვამცირებთ ატმოსფეროს დამაბინძურებელი ფაქტორების გამოყოფას,  ვაძლიერებთ ნახშირბადის ბუნებრივ შთანთქმას და ვნერგავთ ცირკულარული ეკონომიკის გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მდგრადობისა და რესურსების ოპტიმიზაციას. ჩვენ ვზრუნავთ ცხოველთა კეთილდღეობაზე და ვმუშაობთ ბიომრავალფეროვნების გაზრდაზე.

ჩვენი პროდუქცია საუცხოო გემოსა და სიხარულს მატებს ყველა სახლსა და პროფესიონალურ სამზარეულოს. ამავდროულად, ჩვენ ვზრუნავთ ადამიანების კეთილდღეობაზე და ვუზრუნველყოფთ, რომ ხარისხიანი საკვები პროდუქტების შექმნა მომავალშიც გავაგრძელოთ. ინოვაციურობისა და სიახლეების შექმნის სურვილმა Valio 120 წლიანი ისტორიით დღემდე მოიყვანა. Valio-ს განვითარების ისტორია იწყება მას შემდეგ, რაც ნობელის პრემიის ლაურეატმა ა. ი. ვირტანენმა კომპანიის პროდუქტის განვითარება ჩაიბარა. ჩვენი მისიაა ცხოვრების გაუმჯობესება.

Valio-ში ჩვენ ერთად, ცხოვრებას უკეთესს ვხდით


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები