როგორ მოქმედებს პოლიჟენი — კომბინირებული მულტივიტამინური დანამატი

03-10-2025
გიორგი ონიანი
Aa

იცოდით, თუ არა რომ პოლიჟენი არის კომბინირებული მულტივიტამინური დანამატი, რომელიც ჯამში შეიცავს 12 ვიტამინის კომპლექსს, 12 ბიო ელემენტს, 15 მინერალსა და მიკროელემენტებს. დიახ, ვიტამინი A, ვიტამინი E , ვიტამინი D3, ვიტამინი B6, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ამინომჟავები, მცენარეული კომპონენტები და ათობით სხვა სასარგებლო ელემენტისგან შედგება პოლიჟენი.

ჩვენებები, როდესაც ეს პრეპარატი ინიშნება, შემდეგია: ავიტამინოზი ( ვიტამინების ნაკლებობა), ჰიპოვიტამინოზი (ერთი ან რამდენიმე ვიტამინის ნაკლებობა), კლიმაქტერიულ პერიოდის დროს ქალებში და იმპოტენციის დროს მამაკაცებში, ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში და სხვა მდგომარეობების დროს. მნიშვნელოვანია მედიკამენტი ექიმის დანიშნულების მიხედვით მიიღოთ, რათა თავიდან აიცილოთ ნებისმიერი სახის უკუჩვენება თუ გვერდითი მოვლენები.

გაითვალისწინეთ, რომ პოლიჟენის მიღების დროს, არ უნდა გადააჭარბოთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზას. არ მიიღოთ პოლიჟენი თუკი ხართ ორსულად, ლაქტაციის პერიოდში, ან მომატებული მგრძნობელობა გაქვთ პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ასევე, ანოტაციის მიხედვით, არ არის რეკომენდებული პოლიჟენის დალევა დღის მეორე ნახევარში. პრეპარატი ხელმისაწვდომია პსპ-ს სააფთიაქო ქსელში, ხოლო მიღებამდე აუცილებლად გაეცანით მედიკამენტის ანოტაციას

მედიკამენტის მოქმედების მექანიზმი

საერთო ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მიღოს გარკვეული რაოდენობით ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები. რადგანაც პოლიჟენი ამ სასარგებლო კომპონენტებით კომბინირებული მულტივიტამინური დანამატია, პასუხობს საერთო ჯანმრთელობისთვის საჭირო ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების რაოდენობას.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, პოლიჟენი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებს ორგანიზმს ინფექციური დაავადებების, თუ გაციების, ან გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ.

თუკი პრეპარატის შედგენილობაში შემავალი ვიტამინების კომბინაციას ორგანიზმზე დადებით ბიოლოგიურ გავლენა აქვს, მინერალური ნივთიერებები, თავის მხრივ, ორგანიზმის ბუნებრივ ქიმიურ ბალანსზე ზრუნავს. რაც შეეხება ამინომჟავებს, ისენი წარმოადგენენ მნიშვნელოვან საშენ მასალას ქსოვილოვანი ცილების, ფერმენტების, ჰორმონების და სხვა სახის ბიოლოგიურად ღირებული ნაერთების სინთეზისთვის. ჟენშენი კი, მოქმედებს რა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობასა და უნარიანობას და ავითარებს ასევე რეგენერაციულ, ანუ აღმდგენ ფუნქციებს.

  • ვიტამინი A მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის ფორმირებაში
  • ვიტამინი B9 აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმო ბლასტების წარმოქმნისათვის;
  • ვიტამინი D3 ასტიმულირებს კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან, ააქტიურებს ძვლების ცილოვანი სტრომის სინთეზს და კალციუმის ჩალაგებას ძვლის ქსოვილსა და დენტინში, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას;
  • კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის; უზრუნველყოფს სისხლის შედედების პროცესებს;
  • იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისათვის.

ეს ჩამონათვალი ნახევარიც კი არ არის იმ თვისებებისა და მოქმედების მექანიზმისა, რაც პოლიჟენისთვის არის დამახასიათებელი. უფრო ვრცელი და დეტალური ინფორმაციისთვის აუცილებლად გაეცანით მედიკამენტის ანოტაციას. პრეპარატთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში კი, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები