7 წლის უკრაინელი გოგო, ნასტია ბურიუკი, რომელიც ისრაელში ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ ჩავიდა, ირანის თავდასხმისას დაიღუპა

20-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

7 წლის უკრაინელი გოგო, ნასტია ბურიუკი, რომელიც ისრაელში ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ ჩავიდა, ირანული საჰაერო იერიშის შედეგად საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად დაიღუპა.

ბურიუკი 13 ივნისს ირანის საჰაერო იერიშის დროს დედამისთან, ბებიამისთან და ორ ძმასთან ერთად ბათ-იამში საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა - იერიშის შედეგად ყველანი დაიღუპნენ.

დაღუპული გოგოს მამა, არტიომი, კიევში იმყოფება და რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.

ნასტია ბურიუკს 2022 წელს ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც სისხლსა და ძვლის ტვინზე მოქმედებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები