როცა გონს მოვეგე, გარშემო მხოლოდ ცხედრებს ვხედავდი" - რას ჰყვება ინდოეთის ავიაკატასტროფას გადარჩენილი ერთადერთი მგზავრი? ცნობილია ადგილი თვითმფრინავში, სადაც ის იჯდა

12-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინ­დო­ე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ, ქა­ლაქ აჰ­მე­და­ბად­ში, ლონ­დო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი Air India-ს თვითმფრი­ნა­ვი აფ­რე­ნი­სას ჩა­მო­ვარ­და. ბორტზე 244 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. The Telegraph-ის ცნო­ბით, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ერთი ადა­მი­ა­ნი გა­და­ურ­ჩა. მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეა, ამ­ჟა­მად სა­ა­ვამდყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

წი­ნას­წა­რი ცნო­ბე­ბით, გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე ვიშ­ვაშ კუ­მარ რა­მე­შია. ინ­დუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ვიშ­ვაშს კლი­ნი­კა­ში ესა­უბრნენ და გა­არ­კვი­ეს თუ რო­მელ ად­გი­ლას იჯდა თვითმფრი­ნავ­ში.

მე­დი­ის ცნო­ბით, მგზავ­რი იჯდა მე-11 რიგ­ში, A სკამ­ზე.

"ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად მოხ­და. როცა გონს მო­ვე­გე, გარ­შე­მო მხო­ლოდ ცხედ­რებს ვხე­დავ­დი. შე­მე­შინ­და. ავ­დე­ქი და გა­ვი­ქე­ცი. ჩემს გარ­შე­მო თვითმფრი­ნა­ვის ნა­წი­ლე­ბი იყო მი­მო­ფან­ტუ­ლი. ვი­ღა­ცამ ხელი მომ­კი­და, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მიყ­ვა­ნა", - იხ­სე­ნებს მა­მა­კა­ცი.

რა­მე­შის თქმით, ის ლონ­დონ­ში ცოლ-შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, თუმ­ცა ძმას­თან, აჯა­ის­თან ერ­თად ინ­დო­ე­თის­ქა­ლაქ დი­უ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი ძმა თვითმფრი­ნავ­ში სხვა რიგ­ში იჯდა.

კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას 200-ზე მეტი ცხე­და­რი იპო­ვეს. თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე, მათ შო­რის 230 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 12 წევ­რი. მგზავ­რებს შო­რის 169 ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე, 53 დიდი ბრი­ტა­ნე­თის, 7 პორ­ტუ­გა­ლი­ი­სა და ერთი კა­ნა­დის მო­ქა­ლა­ქე იყო. სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში მი­ფირ­ნავ­და, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში ჩა­მო­ვარ­და და სტუ­დენ­ტე­ბის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელს შე­ე­ჯა­ხა.

"თვითმფრი­ნა­ვის აფ­რე­ნის­თვის ორი რამ არის სა­ჭი­რო. საკ­მა­რი­სი ჰა­ე­რის სიჩ­ქა­რე და ას­ვლის სიჩ­ქა­რე და მას არც ერთი არ ჰქონ­და“, - გა­ნუ­ცხა­და Sky News-ს კად­რე­ბის გან­ხილ­ვის შემ­დეგ სა­ა­ვი­ა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის ანა­ლი­ტი­კოს­მა და სა­მე­ფო აე­რო­ნავ­ტი­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­მა პოლ ედ­ვარდსმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები