გოგონებს 15 წელი სექტემბერში შეუსრულდებოდათ - შემზარავი ტრაგედიის დეტალები

29-06-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. დაშავებულია 60 ადამიანი.

კრამატორსკში, რუსული რაკეტით განადგურებული შენობის ნანგრევებში იპოვეს 3 არასრულწლოვანის ცხედარიც - 14 წლის დები და 17 წლის გოგო.

"იულია და ანნა აქსენჩენკოები მე-8 კლასის მოსწავლეები იყვნენ. გოგონებს 15 წელი სექტემბერში შეუსრულდებოდათ", - წერს unian-ი.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები