31 000 ევრო დღეში - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია თვეში?
ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, კლუბში თავს შესანიშნავად გრძნობს. ქართველი ფეხბურთელი როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე ფინანსურადაც ბედნიერია.
როგორც მოგეხსენებათ, ნაპოლიში კვარაცხელია წელიწადში 2 მილიონ ევროს იღებდა, ხოლო პარი სენ-ჟერმენში მისი ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ახლა 11-12 მილიონ ევროს შეადგენს.
ახალი კონტრაქტით, ქართველის ყოველდღიური შემოსავალი 31 000 ევროს აღწევს, ხოლო თვეში ხვიჩას პარი სენ-ჟერმენთან ერთად მოგებული თანხა 917 000 ევროს ექვივალენტურია.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები