პაკისტანი ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იწყებს - ბოლო ცნობები კიდევ ერთი ცხელი წერტილიდან

10-05-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

პა­კის­ტან­მა ინ­დო­ე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი პა­კის­ტა­ნის მთავ­რო­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"ოპე­რა­ცია Bunyanun Marsoos-ი („გა­უ­ვა­ლი კე­დე­ლი“) და­ი­წყო“, - და­წე­რა პა­კის­ტა­ნის მთავ­რო­ბამ X-ზე.

პა­კის­ტა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ცნო­ბით, არ­მი­ამ „ინ­დო­ე­თის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ აგ­რე­სი­ას“ უპა­სუ­ხა.

სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე პა­კის­ტან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­დო­ეთ­მა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ბა­ზებს და­არ­ტყა.

პა­კის­ტა­ნის არ­მი­ის გან­ცხა­დე­ბით, ოპე­რა­ცია „გა­უ­ვა­ლი კე­დე­ლის“ ფარ­გლებ­ში, დარ­ტყმე­ბი ინ­დო­ე­თის პა­თან­კო­ტის აე­როდ­რომ­სა და უდამ­პუ­რის სა­ჰა­ე­რო ბა­ზა­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ასე­ვე, პა­კის­ტა­ნის არ­მი­ა­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ ინ­დო­ე­თის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ბა­ზე­ბი და­ბომ­ბეს, სა­ი­და­ნაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ინ­დო­ეთ­მა პა­კის­ტა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­რა­კე­ტო იე­რი­შე­ბი მი­ი­ტა­ნა.

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მარ­კო რუ­ბი­ომ პა­კის­ტა­ნის არ­მი­ის მე­თა­ურს ასიმ ბუ­ნირ­სა და ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს სუბ­რაჰ­მა­ნი­ამ ჯა­ი­შან­კარს სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის მიზ­ნით შე­სა­ბა­მი­სი გზე­ბის მო­ძებ­ნის­კენ მო­უ­წო­და.

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მარ­კო რუ­ბი­ომ მხა­რე­ებს „კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად აშშ-ს დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა“.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები