იღებს თუ არა პაპი ხელ­ფასს და რატომ აცვია ყოველთვის წითელი ფეხსაცმელი

09-05-2025
გიორგი ამილახვარი
Aa
იღებს თუ არა პაპი ხელ­ფასს და რატომ აცვია ყოველთვის წითელი ფეხსაცმელი

იღებს თუ არა პაპი ხელ­ფასს?

მე­დი­ა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პაპა ფრან­ცის­კე თა­ვის ხელ­ფასს საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გა­დას­ცემ­და.

თუმ­ცა, 2021 წელს ვა­ტი­კან­მა სცა­და შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა მსგავ­სი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ „პაპა ფრან­ცის­კე არ იღებ­და ხელ­ფასს“.

პაპა ფრან­ცი­კემ თა­ვი­სი არ­ჩე­ვის შემ­დეგ უარი თქვა რამ­დე­ნი­მე პრი­ვი­ლე­გი­ა­ზე, რო­მე­ლიც პონ­ტი­ფი­კოს ეკუთ­ვნო­და. მა­გა­ლი­თად, ის არ და­სახ­ლდა ვა­ტი­კან­ში მდე­ბა­რე მდიდ­რულ პა­პის აპარ­ტა­მენ­ტებ­ში, არა­მედ გა­და­ვი­და სახ­ლში, სა­დაც ადრე ვა­ტი­კა­ნუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცია დრო­ე­ბით მას­პინ­ძლობ­და წმინ­და ტახ­ტის სტუმ­რებს.

რა­ტომ ატა­რებს პაპი წი­თელ ფეხ­საც­მელს?

კა­თო­ლი­კურ ტრა­დი­ცი­ა­ში წი­თე­ლი ფერი ქრის­ტეს მი­წი­ერ სიმ­დაბ­ლეს - მის გან­საც­დე­ლებს, და­პა­ტიმ­რე­ბას, სა­სა­მარ­თლო­სა და ჯვარ­ცმის სიმ­ბო­ლოა.

თუმ­ცა გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი აქაც არ­სე­ბობს - მა­გა­ლი­თად, პაპა იო­ა­ნე პავ­ლე II დრო და დრო ატა­რებ­და მარ­მა­რი­ლოს­ფერ ფეხ­საც­მე­ლებს. ხოლო ამე­რი­კულ­მა ჟურ­ნალ­მა Esquire და­წე­რა, რომ ზოგ­ჯერ ის „ყა­ვის­ფერ ლო­ფე­რებს“ ირ­ჩევ­და.

იღებს თუ არა პაპი ხელ­ფასს და რატომ აცვია ყოველთვის წითელი ფეხსაცმელი

FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები