რა იყო ტიტანიკზე დაკარგული ყველაზე ძვირადღებული ნივთი?

08-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

1912 წელს ჩაძირულ გემ "ტიტანიკზე" აღმოჩნდა მეტად უჩვეულო და ძვირად ღირებული ტვირთი - ეგზოტიკური ბუმბულით სავსე 40-ზე მეტი ყუთი, რომელთა ჯამური ღირებულება 2 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა დღევანდელი კურსით. ეს მასალა ნიუ-იორკის მილინერებისთვის იყო განკუთვნილი, სადაც იმ დროის ქალის მოდაში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ბუმბულით მორთული თავსაბურავები.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ბუმბულის მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ მასობრივად ხოცავდნენ სირაქლემებს, ყანჩებს და სხვა ეგზოტიკურ ფრინველებს, ზოგჯერ მათ მთელ სხეულსაც კი იყენებდნენ ქუდების დიზაინში. განსაკუთრებით დიდ დარტყმას კაროლინას თუთიყუში იღებდა - მისი კაშკაშა ბუმბული მოდის ინდუსტრიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ინტენსიურმა ნადირობამ, განსაკუთრებით გამრავლების პერიოდში, სახეობა გადაშენებისკენ მიიყვანა.

ფრინველების დაცვას საზოგადოებრის მხარდაჭერა მოჰყვა. შეიქმნა "ოდუბონის საზოგადოება" და 1918 წელს ამოქმედდა ისტორიული "მიგრირებადი ფრინველების შესახებ ხელშეკრულების აქტი", რომელიც ფრინველების დაცვის მხრივ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა. თუმცა კაროლინას თუთიყუში ამ დროს უკვე თითქმის აღარც არსებობდა.

'ტიტანიკის" ჩაძირვასთან ერთად, დაიკარგა არაერთი მნიშვნელოვანი ნივთიც: მათ შორის, ფრანგი მხატვრის, მერი-ჯოზეფ ბლონდელის ნამუშევარი "ჩერქეზი ქალი აბაზანაში", რომლის ღირებულება იმ დროს 100 ათას დოლარს აღწევდა (დღეს დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ექვივალენტი), ხუთი Steinway-ის როიალი, 1912 წლის Reno-ს ავტომობილი, ფრენსის ბეკონის იშვიათი გამოცემები, ძვირფასი ფაიფური და ოპიუმიც კი.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები