სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ხოლო ირაკლი პაპიაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - პაპიაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

07-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო და შე­სა­ბა­მი­სად, 9 წლი­თა და 8 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. შე­სა­ბა­მი­სად, ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლი სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს.

„შენ ხარ მკვლე­ლი, ამო­წყდი“, - გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა ჩიკ­ვა­ი­ძის დე­დამ მო­სა­მარ­თლე იზა კე­ლენ­ჯე­რი­ძეს.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის დროს შე­მო­უ­ერ­თდა ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე. სხდო­მას თა­ვი­დან­ვე ეს­წრე­ბო­და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბა კომ­პა­ნია „ელთ ბილ­დინ­გის“ სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე.

კერ­ძოდ კი, შპს „ელთ ბილ­დინ­გის­თვის" ბრალ­დე­ბუ­ლებს, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძი­სა და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ას - „რამ­სეს ჯე­ორ­ჯი­ან იახ­ტინგ პლათ­ფორმს“ იახ­ტა უნდა ჩა­მო­ეყ­ვა­ნა. მათ შო­რის გა­ფორმ­და იახ­ტის ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 1 155 019 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ. ასე­ვე, მხა­რე­ებს შო­რის გა­ფორმ­და იახ­ტის იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები