"ვფიქრობთ, რომ რუსები ზედმეტად ბევრს ითხოვენ" - ჯეი დი ვენსი

07-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

მიგ­ვაჩ­ნია, რომ რუ­სე­ბი ახლა ზედ­მე­ტად ბევ­რს ითხო­ვენ. ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, ჯეი დი ვენ­სმა მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

“ერთ-ერთი რამ, რა­შიც პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი ყო­ველ­თვის კარ­გი იყო და ბევ­რი უსა­მარ­თლო კრი­ტი­კა მი­ი­ღო რო­გორც ამე­რი­კუ­ლი, ისე ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პუ­ლი მე­დი­ის­გან, არის სტრა­ტე­გი­უ­ლი რე­ა­ლიზ­მი ან სტრა­ტე­გი­უ­ლი ჩა­ხე­დუ­ლო­ბა.

სხვა სი­ტყვე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა ეთან­ხმე­ბო­დე რუ­სე­თის მიერ ომის გა­მარ­თლე­ბას და ნამ­დვი­ლად მეც და პრე­ზი­დენ­ტმაც გა­ვაკ­რი­ტი­კეთ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რა, მაგ­რამ უნდა ეცა­დო გა­ი­გო, სა­ი­დან გა­მო­დის მე­ო­რე მხა­რე, რათა ომი და­ას­რუ­ლო. და, ჩემი აზ­რით, პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი ძა­ლი­ან ცდი­ლობ­და, რომ რუ­სებს ეთ­ქვათ: “ეს არის რაც გვსურს, რათა კონ­ფლიქ­ტი და­ვას­რუ­ლოთ”.

და, კი­დევ ერთხელ, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა ამას და­ე­თან­ხმო, შე­გიძ­ლია იფიქ­რო, რომ მათი მო­თხოვ­ნა ზედ­მე­ტად დი­დია. და ნამ­დვი­ლად, პირ­ვე­ლი სამ­შვი­დო­ბო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე, რო­მე­ლიც რუ­სებ­მა მა­გი­და­ზე და­დეს, ჩვე­ნი რე­აქ­ცია იყო, რომ ზედ­მე­ტად ბევ­რს ითხოვთ. მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ასე ვი­თარ­დე­ბა.

ახლა ძა­ლი­ან პე­სი­მის­ტუ­რი არ ვარ ამა­ზე, ვერ ვი­ტყვი, რომ რუ­სე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არ არი­ან ამის მოგ­ვა­რე­ბა­ში, მაგ­რამ ვი­ტყვი, რომ რუ­სე­ბი ახლა გარ­კვე­ულ მო­თხოვ­ნებს, გარ­კვე­ულ დათ­მო­ბებს მო­ი­თხო­ვენ კონ­ფლიქ­ტის და­სას­რუ­ლებ­ლად. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ისი­ნი ზედ­მე­ტად ბევ­რს ითხო­ვენ.

რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნე­ლებს აქვთ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ისი­ნი არი­ან ამ პირ­და­პი­რი კონ­ფლიქ­ტის მე­ო­რე მხა­რე. და უნდა ვკი­თხოთ, რა სჭირ­დე­ბათ მათ, რათა ეს კონ­ფლიქ­ტი წარ­მა­ტე­ბულ და­სას­რუ­ლამ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ. და გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ სა­უ­ბარს”, - გა­ნა­ცხა­და ვენ­სმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები