"სადაც არ უნდა გაიხედოთ, რუსები არიან... გადავწყვიტეთ, ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი, 9 მაისს კი გამოვიდეთ და ევროპა დავუპირისპიროთ რუსიფიკაციას" - ზურაბიშვილი

06-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ერ­თად ვი­ყოთ 9 მა­ისს, რო­მე­ლიც ევ­რო­პის დღე და ამას­თან, პა­სუ­ხია ამ ქვეყ­ნის რუ­სი­ფი­კა­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც დღეს ძა­ლი­ან ნათ­ლად ვხე­დავთ ჩვენს ქუ­ჩებ­ში - უნდა გა­მო­ვი­დეთ და ევ­რო­პა ამ რუ­სი­ფი­კა­ცი­ას და­ვუ­პი­რის­პი­როთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უჭირთ და სა­მა­გი­ე­როდ, „რუ­სე­ბი ხე­ი­რო­ბენ“.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ერ­თად ვი­ყოთ 9 მა­ისს, რო­მე­ლიც არის ევ­რო­პის დღე და ამას­თან, პა­სუ­ხი ამ ქვეყ­ნის რუ­სი­ფი­კა­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც დღეს ძა­ლი­ან ნათ­ლად ვხე­დავთ ჩვენს ქუ­ჩებ­ში, ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში, ჩვენს რეს­ტორ­ნებ­ში. სა­დაც არ უნდა გა­ი­ხე­დოთ, ძი­რი­თა­დად, რუ­სე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ამ ქვე­ყა­ნა­ში კომ­ფორ­ტუ­ლად ცხოვ­რო­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უჭირთ და სა­მა­გი­ე­როდ, რუ­სე­ბი ხე­ი­რო­ბენ, მაგ­რამ ჩვენ 9 მა­ისს უნდა გა­მო­ვი­დეთ და და­ვუ­პი­რის­პი­როთ ევ­რო­პა ამ რუ­სი­ფი­კა­ცი­ას; და­ვუ­პი­რის­პი­როთ ის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია, რო­მელ­საც თუ რამე მო­უ­ვი­და, ჩვენ და­ვიბ­რუ­ნებთ.

რაც მთა­ვა­რია, გუ­შინ გვქონ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა, სა­დაც ყვე­ლამ, ვინც იყო, ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ჩვენ ჩა­ვი­ბა­როთ 26 მა­ი­სი. ჩა­ვი­ბა­როთ 26 მა­ი­სი ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ერ­თად - პარ­ტი­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სეგ­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ბიზ­ნე­სი იქ­ნე­ბა თუ კულ­ტუ­რა, ყვე­ლა ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ჩა­ვი­ბა­რებთ 26 მა­ისს.

26 მა­ი­სი ჩვე­ნია! 26 მა­ი­სი არის სიმ­ბო­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­და­სარ­ჩე­ნია. ჩვენ გა­და­ვარ­ჩენთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, გა­და­ვარ­ჩენთ ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ნი ერ­თად ჯერ 9 მა­ისს, შემ­დეგ 26 მა­ისს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა „წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პლატ­ფორ­მის“ დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გან­ხი­ლულ თე­მებ­ზეც.

"წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პლატ­ფორ­მის“ დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გან­ვი­ხი­ლეთ ის სა­ზა­რე­ლი სუ­რა­თი, რაც ქვე­ყა­ნა­შია. ეს თავ­დას­ხმე­ბი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ებ­ზე, ცი­ხე­ში გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტი­მა­რი, რო­მელ­საც 30 და­ზი­ა­ნე­ბა და­უ­ფიქ­სირ­და „ვი­ვა­მე­დის“ ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტში. ეს არის ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ქვეყ­ნის სუ­რა­თი. კი­დევ უფრო მძი­მე ამ სუ­რა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისაა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა დღეს გვქონ­დეს რამე მო­ლო­დი­ნი ან იმე­დი ან გა­მო­ძი­ე­ბის, ან სა­სა­მარ­თლო­სი. ეს არის სწო­რედ ის, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში სას­წრა­ფოდ უნდა შე­იც­ვა­ლოს, რომ და­ვიბ­რუ­ნოთ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ა­ტა­რე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. მთა­ვა­რი - და­ვიბ­რუ­ნოთ სა­სა­მარ­თლო“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.




FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები