ხელახალი კენჭისყრის შედეგად, ბუნდესტაგმა ფრიდრიხ მერცი კანცლერად დაამტკიცა
ხელახალი კენჭისყრის შედეგად, ბუნდესტაგმა მერცი კანცლერად დაამტკიცა.
ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩიეს და ხელახალი კენჭისყრა გახდა საჭირო.
პირველ ეტაპზე ჩატარებული კენჭისყრის დროს "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა კი 307-მა მისცა.
ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები