ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა – რა ტრაგედია დატრიალდა ახლახანს ?

06-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

5 მაისს, ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი 2 წლისაა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები