ყველაზე რბილი და გემრიელი კრეპების რეცეპტი - ეს აუცილებლად უნდა სცადოთ

05-05-2025
გიორგი ზ.
Aa

ინგრედიენტები


  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 100 გ
  • მარილი
  • რძე - 800 მლ
  • ანადუღარი წყალი - 300 მლ
  • ვანილი
  • სოდა
  • ზეთი ან გამდნარი კარაქი - 70 მლ
  • ფქვილი - 350 გ

მომზადების წესი


4 კვერცხი, 100 გრ შაქარი, მწიკვი მარილი ავთქვიფოთ, შემდეგ 800 მლ რძე, 300 მლ ადუღებული წყალი, ვანილი+სოდა ჩაის კოვზის წვერით დავუმატოთ და კარგად ავთქფვიფოთ.

ავიღოთ 50-70 მლ გამდნარი კარაქი ან ზეთი, ფქვილი 300-350 გრ, კარგად გავხსნათ, რომ მივიღოთ თხელი ტექსტურა.

შემდეგ ავიღოთ კარგი ხარისხის ტაფა კარგად გავახუროთ საშუალო ცეცხლზე, ფუნჯით წავუსვათ ზეთი თხლათ და გამოვაცხოთ ბლინები ორივე მხრიდან.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები