ბავშვობის გემოს ვეძებდი და ვიპოვე - მარტივად მოსამზადებელი ფხვიერი ორცხობილები
ეს რეცეპტი ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა – ნინო მუმლაძემ გაგვიზიარა. მკითხველების რეცეპტების სანახავად ეწვიეთ ჯგუფს.
ინგრედიენტები
სოდა ძმრით - 1.00 ჩკ
შესქელებული რძე - 3.00 სკ
რძე - 300.00 გრ
ზეთი - 100.00 გრ
კარაქი - 150.00 გრ
ვანილი - 1.00 ცალი
შაქარი - 250.00 გრ
მწიკვი მარილი
კვერცხი - 3.00 ცალი
მომზადების წესი
3კვერცხი და მწიკვი მარილი ათქვიფეთკარგად, დაამატეთშაქარი, ვანილი, კარაქი, ზეთი, რძე ( შეგიძლიათ ჩაანაცლოთმაწონით, კეფირით, იოგურტით ან არაჟნით) შესქელებული რძე, სოდა ძმრით. 2-3 წუთის განმავლობაში ეს ყველაფერს კარგად ათქვეფეთ და შემდეგ დაუმატეთფქვილი. მოზილეთ ნაზი ცომი. დაასვენეთ15-20წუთით, შემდეგ გააბრტყელეთ და ამოჭერით სასურველი ფორმები. აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, 200 გრადუსზე, მზაობამდე.
ძალიან არ გამოაშროთ. როდესაც ორცხობილები გაგრილდება, შეინახეთ დახურულჭურჭელში. ორცხობილების ნაწილს მოაყარეთ შაქრის პუდრი.