დედამიწის ბრუნვის სიჩქარე იკლებს – შემთხვევითობა თუ გლობალური საფრთხე?
NASA-ს სპეციალისტების განცხადებით, დედამიწა თანდათან ამცირებს საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარეს. მეცნიერები შიშობენ, რომ ამ ტენდენციამ შესაძლოა გლობალურ მასშტაბზე სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს.
2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დღისა და ღამის ხანგრძლივობის ცვლილება შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს ატმოსფერული ჟანგბადის რაოდენობის ზრდასთან. როგორც აღმოჩნდა, ეს პროცესი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული წყლის ცისფერ-მწვანე მიკროორგანიზმებთან - წყალმცენარეებთან, კერძოდ ციანობაქტერიებთან.
მიკრობიოლოგი გრეგორი დიკი მიჩიგანის უნივერსიტეტიდან განმარტავს:
"გაგვიჩნდა კითხვა, როგორ გაჩნდა ჟანგბადი დედამიწის ატმოსფეროში და რომელი ფაქტორები აკონტროლებდა მის კონცენტრაციას. ჩვენი ანალიზი მიუთითებს, რომ პლანეტის ბრუნვის სიჩქარეს, ანუ დღისა და ღამის ხანგრძლივობას, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონოდა ჟანგბადის დაგროვებაზე და მის გავრცელებაზე დროში."
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ე.წ. "დიდი ჟანგვის" ფენომენი დაკავშირებულია იმ პერიოდთან, როცა ციანობაქტერიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და ატმოსფეროში ჟანგბადის მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად აიწია. სწორედ ამ პროცესმა შექმნა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები - ისეთი ფორმით, როგორიც დღეს ვიცით.
თუ დედამიწის ბრუნვა კვლავ განაგრძობს შენელებას, მეცნიერების ვარაუდით, ამან შესაძლოა გარე ფენებზე გავლენას იქონიოს და საბოლოოდ დღისა და ღამის ხანგრძლივობის ცვლილება გამოიწვიოს.
გეოლოგიური მტკიცებულებები აჩვენებს, რომ დაახლოებით 1.4 მილიარდი წლის წინ ერთი დღე მხოლოდ 18 საათს გრძელდებოდა. პროგნოზების მიხედვით კი, ყოველ ასწლეულში დედამიწას 1.8 მილიწამი ემატება დღეღამის ხანგრძლივობას.