ვინ გახდა დენდროლოგიური პარკის ახალი მფლობელი? - ბერამ პოსტი დატოვა
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ახალი მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე გახდა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დენდროლოგიური პარკის მთლიანი ტერიტორიის 54 ჰექტარზე მეტს შპს ურეკი რეზიდენსი ფლობს.
შპს ურეკი რეზიდენსის 100% წილის მფლობელი ეკატერინე ხვედელიძე გახდა.
მანამდე შპს ურეკი რეზიდენსის 100% წილის მფლობელი ბერა ივანიშვილი იყო, რომელმაც რეესტრს მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით 6 ივნისს მიმართა.
ბერა ივანიშვილამდე კი შპს ურეკი რეზიდენსს ბიძინა ივანიშვილი ფლობდა.
ცნობისთვის, დენდროლოგიური პარკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებშია გაშენებული.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები