საოცარი ტორტი „კარალევსკი“ ფქვილის გარეშე - განსხვავებული რეცეპტი

04-05-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

კრემი

კარაქი - 200.00 გ

რძე - 100.00 მლ

კაკაო - 2.00 სკ

შაქრის ფხვნილი - 160.00 გ

კვერცხის გული - 10.00 ც

ინგრედიენტები

სახამებელი - 25.00 გ

დაჭრილი ნიგოზი - 400.00 გ

შაქრის ფხვნილი - 240.00 გ

კვერცხის ცილა - 10.00 ც


მომზადების წესი

კვერცხის ცილა შაქართან კარგად ათქვიფეთ. ბეზე რომ ამოვა, დაუმატეთ სახამებელი და ამოურიეთ. შემდეგ ეტაპობრივად დაუმატეთ დაჭრილი ნიგოზი და გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში (40 X 50 სმ). გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთით.

კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ. დაუმატეთ რძე და გადაიტანეთ ქვაბში. გამუდმებით ურიეთ. რომ გასქელდება, ჯამში გადაიტანეთ და კარაქი შეათქვიფეთ. დაუმატეთ კაკაოც.

გამომცხვარი ფირფიტა გაყავით სამ ნაწილად. ყველა ფენაზე გადაანაწილეთ კრემი (კრემი წაუსვით გვერდებსაც). თავზე მოაყარეთ მიწის თხილი და მიირთვით.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები