როგორ შევწვათ გოჭი სახლის პირობებში, რომ კნატუნა და გემრიელი გამოვიდეს

03-05-2025
გიორგი ზ.
Aa

მომზადების წესი


გასუფთავებულ გოჭს წავუსვათ მსხვილი მარილი და მთელი ღამით დავდოთ მაცივარში. საკაზმის ყველა ინგრედიენტი დავაბლენდეროთ და მთელი ღამე დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე.

დილით გოჭს კარგად წავუსვათ მომზადებული საკაზმი ყველა მხრიდან შიგნიდან და გარედან, ასე შევინახოთ მაცივარში 2 დღის განმავლობაში, თან პერიოდულად ვატრიალოთ.

შეწვის წინ გამოვიღოთ მაცივრიდან და 2 საათით ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ. შევწვათ 120-140 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

პერიოდულად წავუსვათ თავისივე შენაწვავი ცხიმი. როდესაც ხორცი თითქმის მზად იქნება, ტემპერატურასავუწიოთ, კანი რომ კარგად დაებრაწოს.

ინგრედიენტები


  • გოჭი - 1 ცალი, პატარა
  • მარილი
  • საკმაზი
  • ზეთი - 0.5 ლ
  • ნიორი - 5 კბილი
  • ძირა - 1 ჩკ
  • ოხრახუში - 1 კონა
  • შავი პილპილი - 1 სკ
  • პაპრიკა, შებოლილი - 1 ჩკ


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები