5 წლის ანა ტრაგიკულად დაიღუპა - "ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედია დაატყდა ახალგაზრდა ოჯახს"

03-05-2025
გიორგი ზ.
Aa

მაიამიში, 5 წლის ქართველი მერიემ-ანა ერთ-ერთი სასტუმროს აუზში, ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ოჯახს დახმარება სჭირდება.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ჩვენს თანამემამულეს, მაია დათუაშვილს პატარა მერიემ-ანას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ზეცაში გაფრინდა 5 წლის ანგელოზი.

საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენი მარიკოსთვის მაიამის ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზი. ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედია დაატყდა ახალგაზრდა ოჯახს.

მჯერა თითოეულ ჩვენთაგანს შეგვწევს ძალა გვერდში დავუდგეთ და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ახალგაზრდა ოჯახს, რაზედაც წინასწარ გიდასტურებთ უდიდეს მადლიერებას", - წერს თეა ჯოხაძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები