138 გველი სარდაფში: "შოკი, რომელიც დღემდე არ განელებულა"

02-05-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ქა­რელ­ში, სო­ფელ ზემო ხვე­დუ­რეთ­ში, დღე­საც ში­შით იხ­სე­ნე­ბენ გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში მომ­ხდარ ის­ტო­რი­ას, რო­დე­საც ძველ სარ­დაფ­ში წი­თელ­მუ­ცე­ლა მცუ­რა­ვე­ბი (Dolichophis schmidti) აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ჰერ­პე­ტო­ლო­გებ­მა სარ­და­ფი­დან 138 გვე­ლის ერ­თდრო­უ­ლი ამოყ­ვა­ნის კად­რე­ბიც გა­ავ­რცე­ლეს, რო­მელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი 158 სმ, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა კი 82 სმ იყო. 

რო­გორ გაჩ­ნდა ხვე­დუ­რეთ­ში ამ­დე­ნი გვე­ლი, ჰერ­პე­ტო­ლო­გე­ბის­თვის კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის სა­ფუძ­ვე­ლი, ამის შე­სა­ხებ ჰერ­პე­ტო­ლოგ გი­ორ­გი იან­ქოშ­ვილს ვკი­თხეთ. ახალ­გაზ­რდა მკვლე­ვა­რი ჰერ­პე­ტო­ლოგ­თა­გან ერთ-ერ­თია, რო­მელ­საც გველ­მა მინ­დორ­ში უკბი­ნა, თუმ­ცა არ აუ­ღია ხელი ამ დარ­გში მუ­შა­ო­ბა­ზე.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ხვე­დუ­რეთ­ში 138 გვე­ლის ერ­თად აღ­მო­ჩე­ნა მხო­ლოდ აქა­უ­რე­ბი­სათ­ვის კი არა, ბევ­რის­თვის გა­მოდ­გა შო­კის მომ­გვრე­ლი.

- ეს ამ­ბა­ვი შემ­თხვე­ვით შე­ვი­ტყვე, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო ნახა სტუ­დენ­ტმა იო­ა­ნე როს­ტი­აშ­ვილ­მა და გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩავ­რე­უ­ლი­ყა­ვით. ქვე­წარ­მავ­ლე­ბი ნა­ხეს ძვე­ლი, უფუნ­ქციო ბაგა-ბა­ღის სარ­დაფ­ში, სა­დაც ახალ ნა­გე­ბო­ბას აშე­ნებ­დნენ. მან, ვინც ისი­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, იცო­და, რომ ეს არ­სე­ბე­ბი ბუ­ნე­ბის შექ­მნილ ერთ-ერთ სა­სი­ცო­ცხლო რგოლ­ში არი­ან და მათი გა­ნად­გუ­რე­ბა ბუ­ნე­ბას ზი­ანს აყე­ნებს. ამი­ტო­მაც მათ­თან მი­ახ­ლო­ე­ბას გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის, ბა­ტონ შოთა ზან­დუ­კე­ლის რე­კო­მენ­და­ცია დას­ჭირ­და. მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩვენ ქვე­წარ­მავ­ლებს გა­მო­ვიკ­ვლევ­დით და უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­და­ვიყ­ვან­დით.

წყარო: kvirispalitra


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები