"ეს უღირსი და ცილისმწამებელი სი#ია და ამიტომაა ქოცი."- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

02-05-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

"ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე "ფოტოგრაფების საქმის" განხილვისას ფოტოგრაფ, გიორგი აბდალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას "მატყუარა ცილისმწამებელს" უწოდებს:

"ეს მატყუარა სი#ი დაკითხა წულუკიანმა.

ნორმალურ ქვეყანაში გამოძიების მოტყუებისთვის ციხეში წავიდოდა.

ვანო მერაბიშვილის, ადეიშვილის და ბოკერიას ჩანაწერი გამოქვეყნდა ჩემზე ლაპარაკობდნენო უბოდია.

სირია ეს - ბოკერიას ჩანაწერი არ ყოფილა, მერაბიშვილი და ადეიშვილი ლაპარაკობდნენ ბოკერიაზე - ბოკერია თუ დარწმუნდა რომ ნამდვილად მიქარული აქვთ, რადგან ატრაკებდაო - ვანო იძახის.

ანუ ის ჩანაწერი რეალურად ბოკერიას სასარგებლოა - ვანო და ადეიშვილი ადასტურებენ იმ ჩანაწერში რომ ბოკერია დამაზიანებელ დეგენერატობად თვლიდა ფოტოგრაფების საქმეს.

ეს უღირსი და ცილისმწამებელი სირია და ამიტომაა ქოცი."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში და "რუსთავი 2"- ის ქარდს აზიარებს.

"ფეისბუქზე" ვიღაცები სტატუსებს დებენ, 37 წელიაო და რაღაც - აი, 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ, როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს და გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატი, " - ამის შესახებ ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც "ფოტოგრაფების საქმე" განიხილებოდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები