ალექსანდრა პაიჭაძე და დათო კოდუა შერიგდნენ? - რომანტიული გასეირნება კომოს ტბაზე: რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

01-05-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე, უმ­ცროს შვილ­თან და "რე­ი­ტინ­გის მა­მას­თან" ერ­თად კო­მო­ზე ის­ვე­ნებს. ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბი მო­დელ­მა ამ­ჯე­რა­დაც ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "რე­ი­ტინ­გის მამა" დათო კო­დუაა, ასე ალექ­სან­დრამ ერთ-ერთ ფო­ტო­ზე უწო­და.

უკვე ერთი თვეა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პა­ი­ჭა­ძი­სა და კო­დუ­ას სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა. წყვი­ლი ხან წი­თე­ლი ფერ­ა­რით მოგ­ზა­უ­რობს, მი­ლა­ნი-ბუ­და­პეშ­ტის მარ­შრუ­ტით, ხა­ნაც მი­ლან­ში ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს სტუმ­რო­ბენ. გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში დათო კო­დუ­ას­თან და­შო­რე­ბუ­ლი ალექ­სან­დრა, ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ამ­ბობს, რომ არ შე­რი­გე­ბუ­ლან.

სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, კი­დევ ერთხელ ვცა­დეთ მი­ლან­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­სულ მო­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ამ­ჯე­რად, ჩვენს კი­თხვას უკვე აღარ უპა­სუ­ხა და მა­ლე­ვე "ინ­სტაგ­რამ­ზე" ახა­ლი "სთო­რი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც დათო კო­დუ­ას ტუ­ჩებ­ში კოც­ნის.

ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძეს რო­გორც ჩანს, მოს­წონს გა­მომ­წე­რებ­ზე თა­მა­ში და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ცხოვ­რობს, კო­დუ­ას­თან ერ­თად ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ სა­ხედ რჩე­ბა და ტყუ­ი­ლად არ ეძა­ხის 55 წლის კო­დუ­ას „რე­ი­ტინ­გის მა­მას“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძეს, მისი და და­ვით კო­დუ­ას "ლავ­სთო­რის" შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, როცა ალექ­სან­დრამ სა­ჯა­როდ თქვა, რომ ბიზ­ნეს­მე­ნის­გან შვილს ელო­დე­ბო­და და მათ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­დათ. წყვილს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. მშო­ბი­ა­რო­ბას თა­ვად კო­დუ­აც და­ეს­წრო.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები