„აი, ეს რეცეპტია, რითაც ვაცხობდით წლების წინ, საუკეთესოა!“ - ნაპოლეონი მკითხველისგან
რეცეპტი: თეო ბოლოთაშვილი
ჩვენი მკითხველების რეცეპტების სანახავად შემოგვიერთდით ჯგუფში.
ინგრედიენტები
ცომი
თბილი წყალი - 2 ჭიქა
შაქარი - 1 ჭ
ძმარი - 1 ჩკ
არაყი - 1 ჩკ
ლიმონმჟავა
მარილი
კვერცხის გული
ფქვილი - 6 ჭიქა
ზეთი - 1 ჩკ
მარგარინი - 500 გ
კრემი
ფქვილი - 10 სკ
შაქარი - 2.5 ჭიქა
რძე - 5 ჭიქა
ინგრედიენტები
კარაქი - 250 გ
ვანილი
მომზადების წესი
მოვზილოთ ცომი და გავყოთ 2 ნაწილად. მარგარინის 1 შეკვრა (250 გ) გავყოთ სამ ნაწილად. გავაბრტყელოთ ერთი ნაწილი და წავუსვათ მარგარინის 1 /3, გადავკეცოთ კონვერტისებურად, დავაფაროთ ცელოფანი და შევდგათ საყინულეში 20-25 წუთით.
შემდეგ წავუსვათ ისევ მარგარინი და ისევ საყინულეში, მესამედაც დარჩენილი მარგარინი წავუსვათ და შევდგათ საყინულეში. ანალოგიურად დავამუშაოთ მეორე ცომის გუნდა.
გამოვაცხოთ 3 დიდი და ერთი პატარა ფენა და დავკრემოთ.
მოხარშული კრემი: ფქვილს დავუმატოთ შაქარი, 3 ჭიქა რძე, კარგად გავხსნათ, შემდეგ კიდევ - 2 ჭიქა რძე. ნელ ცეცხლზე მუდმივი მორევით მივიყვანოთ შესქელებამდე. ვადუღოთ 2 წთ და გადმოვდგათ. ცალკე ავთქვიოთ კარაქი და გაგრილებულ ფაფას შევათქვიფოთ, დავამატოთ ვანილი.
გემრიელად მიირთვით!