სტორიას არ ახსოვს იმდენი სიმსივნე, რაც დღეს ფიქსირდება საქართველოში, ეს შესაძლოა გახდეს ბოლო წვეთი… - გიორგი ფხაკაძე

30-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „საქართველოში მიმდინარეობს უხმაურო, მაგრამ სასტიკი ომი – ონკოლოგიური დაავადებების ომი. და ახლა აფლატოქსინი შესაძლოა გახდეს ის ბოლო წვეთი, რომელიც წლებია ივსება“.

მისი განცხადებით, „ისტორიას არ ახსოვს იმდენი სიმსივნე, რაც დღეს ფიქსირდება“.

„ომი დიდი ხანია დაწყებულია… არა იარაღით – არამედ სიმსივნით, ტკივილით და ტოქსინებით.

🇬🇪 საქართველოში მიმდინარეობს უხმაურო, მაგრამ სასტიკი ომი – ონკოლოგიური დაავადებების ომი. და ახლა აფლატოქსინი შესაძლოა გახდეს ის ბოლო წვეთი, რომელიც წლებია ივსება. მაგრამ, როგორც ყოველთვის, მალე ყველა გადაირთვება სხვა თემებზე…

ქვეყანა დუმს, ექსპერტები – ლექციებს კითხულობენ.

ახლა ლექციების დრო არ არის. ახლა ქმედების დროა!

სიჩუმის ფუფუნება აღარ გვაქვს:

– ჰაერი დაბინძურებულია

– წყალი საეჭვოა

– სავები სავსეა ტოქსინებით

და ჩვენი სხეული ყოველდღე იწამლება.

ისტორიას არ ახსოვს იმდენი სიმსივნე, რაც დღეს ფიქსირდება.

ჯანდაცვის სისტემა უნდა გადაიხედოს – დაუყოვნებლივ.

თუ დღეს არ ვიმოქმედებთ – ხვალ უკვე გვიანი იქნება“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები