თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს ბრალს დღეს წაუყენებენ

26-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

გუშინ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს.

როგორც ცნობილი ხდება, მას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

მას ბრალად ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა ედება.

შეგახსენებთ, რომ 2 თვის უკან მან "ფორმულასთან" გარდაცვლილი პროგრამისტის საქმის დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ გამოძიება გაყალბებულია.

დეტალების შესწავლის შემდეგ საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, რომ შუბითიძის ჩვენება არაერთ ტყუილს შეიცავს და მისი მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები