რა უწინასწარმეტყველეს ხვიჩას პსჟ-ს დღევანდელ მატჩში - როგორია სუპერკომპიუტერის პროგნოზი?

29-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

დღეს ბრი­ტა­ნუ­ლი "არ­სე­ნა­ლი" ფრან­გულ პსჟ-ს მას­პინ­ძლობს. ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის პირ­ვე­ლი მატ­ჩის­თვის ფეხ­ბურ­თის ექ­სპერ­ტებ­მა პროგ­ნო­ზე­ბი გა­ა­კე­თეს, თუმ­ცა თა­ვი­სი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა სუ­პერ­კომ­პი­უ­ტერ­საც აქვს.

"არ­სე­ნალს" და პსჟ-ს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ შთამ­ბეჭ­და­ვი გზა ჰქონ­დათ. მე­თო­ფე­ე­ბი მე­თექ­ვსმე­ტე­დფი­ნალ­ში და მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში უნაკ­ლო­ე­ბი იყ­ვნენ. ტურ­ნირ­ზე მათ მხო­ლოდ ერთხელ გა­ნი­ცა­დეს მარ­ცხი - ისიც, მად­რი­დის "რე­ა­ლის" წი­ნა­აღ­მდეგ. მე­თექ­ვსმე­ტე­დფი­ნალ­ში ლონ­დო­ნე­ლებ­მა "პსვ ეინდჰო­ვე­ნი" სა­ერ­თო ან­გა­რი­შით, 9-3 და­ა­მარ­ცხეს, შემ­დეგ კი, მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი, "რე­ა­ლი" ან­გა­რი­შით 5-1 გა­მო­თი­შეს ტურ­ნი­რი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა პსჟ-ს, ფრან­გულ გუნდს ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ ტურ­ნირ­ზე არას­ტა­ბი­ლუ­რი სე­ზო­ნი ჰქონ­და. მათი ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი მიღ­წე­ვა ამ სე­ზონ­ში ფა­ვო­რი­ტი­სა და პრე­მი­ერ ლი­გის ჩემ­პი­ო­ნის, "ლი­ვერ­პუ­ლის" გა­მო­თიშ­ვა იყო. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, უს­მან დემ­ბე­ლე, ვი­ტი­ნია და დე­ზი­რე დუე პსჟ-ს გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი იყ­ვნენ.

ორი გუნ­დი სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში უკვე შეხ­ვდა ერ­თმა­ნეთს, მატჩში "არ­სე­ნალ­მა" 2-0 გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ ეს სხვა თა­მა­ში იქ­ნე­ბა.

ESPN-ის ექ­ვსმა ექ­სპერ­ტმა და ანა­ლი­ტი­კოს­მა მატ­ჩის პროგ­ნო­ზი გა­ა­კე­თა. ოთხმა მხა­რი პსჟ-ს გას­ვლას და­უ­ჭი­რა, ხოლო ორმა - "არ­სე­ნა­ლის", რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ა­ში მხო­ლოდ ერთხელ არის გა­სუ­ლი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პი­უ­ტე­რის პროგ­ნოზს, თვის და­სა­წყის­ში, Opta-ს სუ­პერ­კომ­პი­უ­ტერ­მა "არ­სე­ნალს" ფი­ნალ­ში გას­ვლის 47.6% შან­სი მი­ა­ნი­ჭა, ხოლო პსჟ-ს - 45.9%. სუ­პერ­კომ­პი­უ­ტე­რის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბით, მე­თო­ფე­ებს პირ­ვე­ლი მატ­ჩის მო­გე­ბის 44.8%-იანი შან­სი ექ­ნე­ბათ, ხოლო პსჟ-ს - 29.4% -იანი. უახ­ლე­სი პროგ­ნო­ზე­ბით, ინ­გლი­სურ გუნდს ტურ­ნი­რის მო­გე­ბის 31.3%-იანი ალ­ბა­თო­ბა აქვს, პსჟ-ს შემ­თხვე­ვა­ში კი იგი­ვე მო­ნა­ცე­მი 22%-ს შე­ად­გენს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მი­ლა­ნის "ინ­ტერს" ან "ბარ­სე­ლო­ნას" და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, რო­მელ­თა­გა­ნაც ორი­ვემ ტურ­ნი­რი გა­სულ ათწლე­ულ­ში მო­ი­გო.

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის თა­სის აწე­ვა აქამ­დე ვერც "არ­სე­ნა­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს და ვერც - პა­რი­ზე­ლებ­მა, ამი­ტომ, ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ფი­ნალ­ში გა­სას­ვლე­ლად ორი­ვე კლუბ­მა თა­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თი უნდა ითა­მა­შოს. წყა­რო


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები