ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სახელი არ არის მითითებული
Aa

“კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთ ლი­დერს, ნიკა მე­ლი­ას, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ლელა მა­რი­დაშ­ვილ­მა მი­ი­ღო. მან ბრალ­დე­ბულს გი­რა­ოს გა­დახ­დის ვა­დად 30 დღე გა­ნუ­სა­ზღვრა.

რო­გორც პრო­კუ­რო­რი ნა­თია თა­თი­აშ­ვი­ლი სა­კუ­თარ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნავ­და, მე­ლი­ას მხრი­დან მი­მალ­ვი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე არ­სე­ბობს. პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გულ­გრი­ლია კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე.

ამას­თან, პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, მათ ბრალ­დე­ბუ­ლის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლით და­ას­კვნეს, რომ 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო არის თან­ხა, რომ­ლის გა­დახ­და­საც ნიკა მე­ლია შეძ­ლებს. ბრალ­დე­ბის მხა­რე მი­იჩ­ნევს, რომ გი­რა­ოს თან­ხის ოდე­ნო­ბას უნდა ჰქონ­დეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, ამ შემ­თხვე­ვა­ში 50 000-ლა­რის ოდე­ნო­ბით. გა­დახ­დის ვა­დად კი გა­ნე­სა­ზღვროს - 30 დღე.

შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა დაც­ვის მხა­რე. ნიკა მე­ლი­ას ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვი­ლის თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია გა­დაქ­ცე­უ­ლია "პრო­პა­გან­დის ინ­სტრუ­მენ­ტად'. ად­ვო­კა­ტის თქმით, ნიკა მე­ლი­ას სა­ჯა­როდ და­ნა­შა­უ­ლიც არ ჩა­უ­დე­ნია,რად­გან "არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნოს მო­თხოვ­ნა" ვერ ჩა­ით­ვლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად. ამას­თან, რო­გორც გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვი­ლი აცხა­დე­ბა­და, რომ მი­მალ­ვის საფრ­თხე ჰი­პო­თე­ზუ­რია. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ნიკა მე­ლი­ას წარ­სულ­ში არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვია. მას წარ­სულ­ში და­კის­რე­ბუ­ლი გი­რაო ევ­რო­კავ­შირ­მა გა­და­უ­ხა­და, ამი­ტომ გი­რა­ოს დარ­ღვე­ვა არას­დროს ყო­ფი­ლა ნიკა მე­ლი­ას მხრი­დან. ამას­თან, კონ­და­ხიშ­ვი­ლის თქმით, საქ­მე­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის არც ფორ­მა­ლუ­რი და არც ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი არ არ­სე­ბობს. ად­ვო­კა­ტის მო­თხოვ­ნა იყო, რომ სა­სა­მარ­თლოს ნიკა მე­ლია აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა ნიკა მე­ლი­ა­მაც, რო­გორც თა­ვად მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბის მხა­რე, არც სი­მარ­თლეს არც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას არ ემ­სა­ხუ­რე­ბა.

“ის რომ დღეს აქ ვარ, არ ნიშ­ნავს, რომ გე­თან­ხმე­ბით. 50 000 გი­რაო უსა­მარ­თლოა. ამას მე და არც ჩემი მე­გობ­რე­ბი არ ვი­ღებთ. წუ­ლუ­კი­ა­ნის კო­მი­სია თა­ვი­დან ბო­ლომ­დე არის უკა­ნო­ნო. რო­გორც მუ­რუ­სი­ძეს თა­ნამ­შრო­მელ­მა, რა თქმა უნდა, ეს არ იცით. თქვენ არ ემ­სა­ხუ­რე­ბით სი­მარ­თლეს, არც ღირ­სე­ბას. მე სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­გი­ნა­ხეთ, რო­გორ შე­დი­ო­დით რეს­ტო­რან “ბა­ბი­ლო­ში”. კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­თხოვ­ნაა ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ში წევ­რე­ბის ნა­ხე­ვა­რი მა­ინც უნდა იყოს ოპო­ზი­ცი­ი­დან, ხომ შე­იძ­ლე­ბა თქვენ მი­თხრათ ან პრო­კუ­რორ­მა, 50 000 ლა­რის გა­დახ­დას მთხოვთ და ვერ მე­უბ­ნე­ბით სა­ხელ და გვა­რებს” , - მი­მარ­თა მე­ლი­ამ მო­სა­მარ­თლეს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სა­მარ­თლემ მე­ლი­ას მი­მარ­თა, რომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სა­კი­თხი და არც ის ლე­გი­ტი­მუ­რია თუ არა კო­მი­სია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა მე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის­თვის და­ი­ბა­რეს, სა­დაც ის არ მი­ვი­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბა, რაც "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას" გუ­ლის­ხმობს. ეს ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის, ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები