სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

სახელი არ არის მითითებული
Aa

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცე­მა “ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა” და “ნეტ­გა­ზე­თის” დამ­ფუძ­ნებ­ლის მზია ამაღ­ლო­ბე­ლის “სის­ხლის სა­მარ­თლის” საქ­მე­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­და­სინ­ჯვის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს.

მო­სა­მარ­თლე ნინო სა­ხე­ლაშ­ვილ­მა მზია ამაღ­ლო­ბე­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

მომ­დევ­ნო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 8 მა­ისს ჩა­ნიშ­ნა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მხრი­დან ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

„ნამ­დვი­ლად სა­ხე­ზე გვაქვს ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე. სა­სა­მარ­თლოს მი­აჩ­ნია, რომ მო­მე­ტე­ბუ­ლია ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის საფრ­თხე, შე­სა­ბა­მი­სად, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის პა­ტიმ­რო­ბა ძა­ლა­ში უნდა დარ­ჩეს”,- აღ­ნიშ­ნა მო­სა­მარ­თლემ.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა და მზია ამაღ­ლო­ბე­ლის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბა ითხო­ვა.

სხდო­მა­ზე სი­ტყვით ისარ­გებ­ლა მზია ამაღ­ლო­ბელ­მა.

“ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა - პირ­ვე­ლი დღი­დან, როცა ეს გაჟ­ღერ­და, ეს რა ნიშ­ნავს?! თუ ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა შე­მიძ­ლია, ეს სა­პა­ტიმ­რო­შიც შე­იძ­ლე­ბა, იქაც მაქვს ძა­ლოვ­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის და თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის გა­მო­ხატ­ვის და­სა­ცა­ვად. მე ბო­დი­ში უნდა მო­მე­ხა­და? “ - გა­ნა­ცხა­და მზია ამაღ­ლო­ბელ­მა.

მზია ამაღ­ლო­ბე­ლის აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბა­ზე პა­სუ­ხად პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და:

“ბო­დი­შის მოხ­და­ზე აქ სა­უ­ბა­რი არ არის, ბრალ­დე­ბის მხა­რე ამას არ ითხოვს”.

მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თეს.

“წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ნა­წილ­შიც წავა სარ­ჩე­ლი, ეს სა­ჩი­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, ძი­რი­თა­დად ეფუძ­ნე­ბა მზია ამაღ­ლო­ბე­ლის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბას და გა­რე­მო­ე­ბებს”,- აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა მაია მწა­რი­აშ­ვილ­მა

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მოწ­მის სა­ხით, აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გრი­გოლ ბე­სე­ლია გა­მო­ი­კი­თხა. მომ­დევ­ნო სხდო­მა­ზე ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სო ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძე გა­მო­ი­კი­თხე­ბა.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მის პა­რა­ლე­ლუ­რად ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, პე­რი­ო­დუ­ლად ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი “თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნო პა­ტი­მარს”.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები