"გაიმართება ყრილობა, სადაც "ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე იქნება არჩეული, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც" - მამუკა მდინარაძე

28-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩა­ტარ­დე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, რის შემ­დე­გაც ყრი­ლო­ბა­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე აირ­ჩე­ვა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მოხ­დე­ბა პო­ლიტ­საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბის მცი­რე­დით გა­ნახ­ლე­ბაც.

„თავ­და­პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­დე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე და შემ­დეგ უკვე გა­ი­მარ­თე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყრი­ლო­ბა, სა­დაც არ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე.

ასე­ვე, გა­ნახ­ლდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა. მცი­რე­დით, მაგ­რამ გა­ნახ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. დე­ტა­ლე­ბი, რო­გორც ყრი­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე, ასე­ვე, პო­ლიტ­საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები