"არ მესმის რისთვის იხდი ბოდიშს... საერთოდ რა დააშავე..." - ზურა ხაჩიძე ნუცა ბუზალაძეს მიმართავს
მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
"არ მესმის რისთვის იხდი ბოდიშს და საერთოდ რა დააშავე?!
მეგობართან სიმღერა როდიდან ტეხავს?! კრემლში იმღერე? საერთოდ ერთი რამე დაიმახსოვრე, ეს ხალხი იმიტომ გიწერს ასეთ საშინელებებს, რომ მათ არაფერი არ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის. შენ წარმატებასთან კი ახლოს არ ჩაუვლიათ.
ამ ქვეყნის ის ნაწილი, რომელიც შენ და არამარტო შენ გლანძღავს, მხოლოდ შურით,ბოღმით არის სავსე. ებრძვის ყველაფერს კარგს, ლამაზს და ისეთს, როგორიც შენ ხარ!
მიყვარხარ ძალიან და ახლოს არ მიიკარო ეს ნეგატივი ჩემო ნიჭიერო გოგო!” – წერს ზურა ხაჩიძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები